25 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მწვავე კითხვების პირისპირ - პარლამენტი გიორგი გახარიას უსმენდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მწვავე კითხვებს პასუხობდა. გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან ცდილობდა იმის ახსნას, რომ ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაციის ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობა იყო. გიორგი გახარია პარლამენტში 12 მაისის სპეცოპერაციისა და საპროტესტო აქციების შესახებ ანგარიშის ჩასაბარებლად ვიდეომტკიცებულებებით მივიდა, თუმცა, აუდიოხარვეზის გამო ვიდეო ჩვენება დარბაზში მალევე შეწყდა.

მინისტრმა დღევანდელი გამოსვლა საჯარო მადლობით დაიწყო, სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა, თითქმის, ერთ საათიანი შესავალი სიტყვის შემდეგ დღევანდელი განხილვა ოპოზიციის მწვავე შეკითხვებით გაგრძელდა.

ხელისუფლების ოპონენტებს ძირითადად ის აინტერესებდათ, რატომ შევიდა პოლიცია ღამის კლუბებში გარეთ დაკავებული ნარკორეალიზატორების ფონზე და რატომ არ იყვნენ სამართალდამცველები უფრო მკაცრი კოტრაქციის ფაშისტური მოწოდებების მიმართ.

გიორგი გახარიამ თანაგუნდელებისგან დღეს ტაში და ქება არაერთხელ დაიმსახურა. ენძელა მაჭავარიანი ინიციატივით გამოვიდა, რომ 12 მაისის სპეცოპერაციისა და შაბათ-კვირის კვირის აქციის გამო პოლიციელებს პრემია გამოუწერონ.

მარიამ ჯაშმა კი კომპლიმენტები არა მხოლოდ მოქმედი, არამედ ყოფილი შინაგან საქმეთა მინიტრის, კობა ნარჩემაშვილის მიმართაც არ დაიშურა.

ერთადერთი კრიტიკული და მწვავე გამოსვლა ღამის კლუბების რეიდების გამო მმართველი გუნდიდან დიმიტრი ცქიტიშვილს ჰქონდა.

კობა ნარჩემაშვილის მინისტრობის პერიოდი დღეს აქტუალური გიგა ბოკერიასაა და მამუკა მდინარაძის დისკუსიის დროსაც გახდა.

დღესვე სასესიო დარბაზში ჰომოფობიური განცხადებებიც გაისმა. „ქართული ოცნების“ წევრის, კობა ლურსმანაშვილის არაკორექტული გამოსვლა დღეს მისმა თანაგუნდელებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რეაქციის გარეშე დატოვეს.

საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ დღესვე ნარკოტიკების გავრცელებისა და რეალიზაციას 3 მთავარი კერა დაასახელა - ფონიჭალის დასახლება, ინტერნეტი და ღამის კლუბები.

საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში დანაშაული გაიზარდა. მან პირობა დადო რომ დანაშაულთან ბრძოლას გააქტიურებს,

 

დღის ამბები