07 დეკემბერი 2021,   12:05
ვრცლად
ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა - გაიხსნა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა

ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე ამბიციური პროექტი დაიწყო. თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა გაიხსნა. დღეიდან სამი წლის განმავლობაში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნება შეიარაღებული ძალების ცხრა სამანევრო ბატალიონი.

ცერემონიას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი ესწრებოდა.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საბრძოლო მომზადების ცენტრიც გაიხსნა. ტერიტორია ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ვაზიანში განახლდა სამხედრო ინფრასტრუქტურაც.

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის აქტიური ფაზა წელს დაიწყება და 2021 წლამდე გაგრძელდება. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები