11 აგვისტო 2022,   04:04
ვრცლად
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა-სამუშაო შეხევდრაზე მოსამართლეთა დისციპლინურ დევნის საკითხს განიხილავენ

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, დეპუტატები და მოსამართლეები სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობენ რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა  და როგორ უნდა მოგვარდეს სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემა.

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მზად არის. სამუშაო შეხვედრაზე დოკუმენტს უკვე  მუხლობრივად განიხილავენ.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ უკვე მუხლობრივად თითოეულ ნორმის მიხედვით ამ ტექსტს და იმედია, რომ დღესვე მოვახერხებთ შეჯერებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე დღესვე გვექნება დამატებითი მსჯელობა გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით. ამაზეც არის წარმოდგენილი დამატებითი რეკომენდაციები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ცვლილებას, დისციპლინურ სამართალწარმოების კანონპროექტში უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დისციპლინური გადაცდომის სახეები.

„იქნება ბევრად გამარტივებული აღსაქმელად თუ რომელი ქმედება შეიძლება წარმოადგენდეს დისციპლინურ გადაცდომას და რა სახდელი შეიძლება დაეკისროს ამისთვის მოსამართლეს,“-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.  

შეხვედრას ესწრება უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძეც, რომელიც აცხადებს, რომ უმთავრესი გამოწვევა სახელმწიფოსთვის არის ის, რომ უვადო დანიშვნის საკითხს მოეკიდონ მეტი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება დისციპლინურ სამართალწარმოებას, ანა დოლიძე თვლის, რომ ხარვეზები არის ამ მიმართულებით თუმცა კანონპროექტი მოსამართლეებს უფრო ანგარიშვალდებულს გახდის საზოგადოების მიმართ.

„ეს იქნება ერთი საშუალება რომ ანგარიშვალდებული იყო სასამართლო ხელისუფლება საზოგადოების წინაშე და ამ დროს არ არსებობდეს ბერკეტი თავისუფალ მოსამართლეებზე ზეწოლის,“-განაცხადა ანა დოლიძემ. 

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. 

დღის ამბები