26 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
„უკვე 10 ათასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა გამოცდა," - მაია მიმინოშვილი

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება, თუმცა აღნიშნა, რომ მცხეთაში სამ სკოლას ინტერნეტი არ მიეწოდებოდა და მოზარდები ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ გამოცდას.

დღეს მოსწავლეები გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ე.წ. ჯი-კატის გამოცდები 24 მაისს დასრულდება.

მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ გამოცდა უკვე 10 ათასმა მოსწავლემ გაიარა და მათგან 98%-მა წარმატებით.

„უკვე 10 ათასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა გამოცდა, წარმატებით გაიარა დაახლოებით 98%-მა, დაახლოებით 2 %-ია მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. არანაირი დარღვევები არ ყოფილა, კარგად დაიწყო  დღევანდელი დღე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გასტანს. ფაქტიურად, ყველა სკოლა ჩაერთო გამონაკლისია მხოლოდ მცხეთის რაიონში სამი სკოლა, რომელსაც ინტერნეტის პრობლემა შეექმნა, მაგრამ მუშაობენ ადგილზე და ისინი ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ გამოცდას,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

წლევანდელი გამოცდები ახალი მეთოდით ტარდება. წელს, მოსწავლეებს მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვა უწევთ.

დღის ამბები