19 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
ამ ეტაპზე მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული - შოთაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრობს

ირკალი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა. მთავარი პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების გარდა, დანა სხვა პირს აქვს გამოყენებული.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყველა ის პირი, ვისი პასუხიმგებლობაც გამოკვეთილია ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე, პასუხისგებაში უკვე მიცემულია.

„თქვენ ჩვენ გვთავაზობთ, რომ ამ ბრალდებულის ჩვენება გავიზიაროთ, რომელიც უარყოფს მის დანაშაულში მონაწილეობას, შესაბამისად, უნდა გავიზიაროთ, რომ ის არის უდანაშაულო და ჩვენ მას ტყუილად, უსაფუძვლოდ ვედავებით მკვლელობას. მისი ჩვენების ერთადერთი მიზანი იყო, თავი აერიდა მოსალოდნელი მძიმე პასუხისმგებლობისთვის. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები