25 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
იტალიის პრემიერის პოსტს ჯუზეპე კონტე დაიკავებს - პროფესორი ქვეყნის პრეზიდენტს უკვე შეხვდა

იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს ჯუზეპე კონტე დაიკავებს. ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი იტალიის პრეზიდენტს უკვე შეხვდა და მისგან მთავრობის ფორმირების დავალება მიიღო.

სერჯო მატარელას ჯუზეპე კონტეს კანდიდატურა ულტრამემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა წარუდგინეს. მთავრობასთან ერთად კი პრემიერის პოსტზე ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ჯუზეპე კონტე სპეციალობით სამართალმცოდნეა და პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.

 

 

დღის ამბები