16 აპრილი 2024,   15:47
ვრცლად
ტრამპმა კიმ ჩენ ინითან შეხვედრა გააუქმა

12 ივნისს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა აღარ გაიმართება. ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი სამიტის გაუქმების შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

მანამდე კი ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული გამოცდის პოლიგონი გაანადგურა.

გავრცელებული ცნობით, ააფეთქეს სამი გვირაბი, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და მეტალურგიული საწარმო. პროცესს მხოლოდ უცხოელი ჟურნალისტები აკვირდებოდნენ.

ფხუნგერის ბირთვული პოლიგონის დახურვის შესახებ შეთანხმებას კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აპრილის სამიტზე მიაღწიეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ამ ობიექტზე ჩატარდა ბირთვული ცდები. მათ შორის თერმობირთვული ბომბის ტესტირებაც.

დღის ამბები