25 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
რენესანსის დიდოსტატები და თანამედროვე იტალიელი არტისტების გამოფენას საქართველოს ეროვნული გალერეა მასპინძლობს

ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, ბოტიჩელი და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები უკვე საქართველოშია. რენესანსის დიდოსტატები და თანამედროვე იტალიელი არტისტების გამოფენას საქართველოს ეროვნული გალერეა მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე მხატვრების ორიგინალი ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 18 თანამედროვე იტალიელი მხატვრის ერთმანეთისგან განსხვავებული ნამუშევრები.

ექსპოზიცია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ტურინის სამეფო ბიბლიოთეკისა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის გამოფენას ეროვნული გალერეა 26 აგვისტომდე უმასპინძლებს.

დღის ამბები