24 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
უკრაინაში ბოინგის ჩამოგდების საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოლეგ ივანნიკოვია

უკრაინაში ბოინგის ჩამოგდების საქმეზე ახალი ეჭვმიტანილების ვინაობა დასახელდა. ერთ-ერთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოლეგ ივანნიკოვია.

დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ ის "გრუს" ოფიცერია და სწორედ მან გადაიტანა საზენიტო სარაკეტო დანადგარი „ბუკი“ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაში, რის შემდეგ დანადგარი სამგზავრო ბოინგის ჩამოგდებაში გამოიყენეს.

ოლეგ ივანნიკოვს, მეტსახელად "ორიონს" ე.წ. თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006-2008 წლებში ეკავა, მანამდე კი ცხინვალის რეჟიმის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო.

დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ოლეგ ივანნიკოვი ხელმძღვანელობდა დონბასში მოხალისეთა რაზმების ფორმირებას და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს“ კურირებდა, რომელიც დომბასის შემდეგ დაქირავებულ მებრძოლებს სირიაში აგზავნიდა.

დღის ამბები