საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მე-11 ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა ქართულ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღავლინა. საზეიმო ღონისძიება სიმბოლური მარშით გაგრძელდა.
გარბენში მონაწილეობა ქართველი მშვიდობისმყოფელების გარდა, ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედროებმაც მიიღეს.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. იუბილის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებით დასრულდა.