19 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

სავარაუდოდ, მაია ნიკოლეიშვილის გამოკითხვა მასსა და მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

მაია ნიკოლეიშვილის დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნამ მასსა და საქმის პროკურორებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ნიკოლეიშვილი პროკურორებს ზეწოლასა და მუქარაში სდებს ბრალს.

მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურორების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მოკვლევა დღეს დაიწყო.

მაია ნიკოლეიშვილის დასკვნაში კი წერია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლულ ორ მოზარდს ჭრილობები დანის გარდა, სხვა ბასრი საგნებითაც ჰქონდათ მიყენებული.

დღის ამბები