04 დეკემბერი 2021,   23:09
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვა, დაახლოებით, 5 საათს გაგრძელდა

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვა, დაახლოებით, 5 საათს გაგრძელდა.

დასკვნით სიტყვაში პროკურატურამ მოწმეთა ჩვენების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ ისაუბრა.

დაცვის მხარე ბრალდების დასკვნით სიტყვას "დაუსაბუთებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ არგუმენტების გაბათილებას შეძლებენ.

„ბრალდების მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში მოიყვანა მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებული ფორმით, მოწმეებს მიაწერა ისეთი ნათქვამი, რაც მოწმეებს საერთოდ არ ჰქონდათ სასამართლოში ნათქვამი და ისეთი ფრაზები, რომლებიც მათ მიერ საერთოდ არ იყო გაჟღერებული. ჩვენ ამ ყველაფერს დეტალურად ვუპასუხებთ და სრულად გავაბათილებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორი მარიამ გოგოხია კი დაცვის მხარის ბრალდებებს, დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.

მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის, მამა კი ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა ან დანაშაული დაფარა.

დღის ამბები