კვირის ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4735 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0071 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 2.8962 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8812 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.