23 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
თურქი სამართალდამცველები წამებისა და მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქი სამართალდამცველები წამებასა და მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს, მათ მიერ 2 თვის წინ სამუშაოზე აყვანილი ორი ქართველი დაესხა თავს. საქართველოს მოქალაქეებმა თურქ ცოლ-ქმარს ხელ-ფეხი შეუკრეს და თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოაცვეს. თავდასხმას მათი შვილი გადაურჩა, მან პოლიციას მიმართა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მაღაზიის მეპატრონე გარდაცვლილი დახვდათ, მისი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორეს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

დღის ამბები