19 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
პროკურატურამ სენაკის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო

პროკურატურამ სენაკის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო. საუბარია 21 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს.

ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი ჭანია ამტკიცებს, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, სწორედ სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა.

იძულებით მიღებულ აღიარებით ჩვენებას კი ბრალდებულის თქმით, პოლიციის განყოფილებაში გაუსაძლის პირობებში გატარებული 6 საათი უძღოდა.

სენაკელ ახალგაზრდასთან ერთად სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს მისი 18 წლის მეგობრის ოჯახიც, რომელმაც ასევე ზეწოლის შემდეგ აღიარა დანაშაული.

დღის ამბები