25 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
14-დღიანი პატიმრობა - ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ

ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად კიდევ 3 დაკავებულის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება აბსურდულია და ის პოლიტიკური ნიშნით არის მიღებული.

აქციის „ნუ მომკლავ“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ზაზა სარალიძის მთავარი მხარდამჭერი ზვიად კუპრავა, მასთან ერთად კიდევ 3 პირი რუსთაველზე გუშინ დილით დააკავეს.

მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

სასამართლომ ოთხივე დაკავებულს 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები