19 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
გლდანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევე რთი პირი აიყვანეს

გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, გლდანის დასახლებაში წარსულში ნასამართლევმა პირმა შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თუმცა, სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულს კი 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები