ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები წესდება - სოხუმის დეფაქტო ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მათ საქმიანობას შეისწავლიან და ანგარიშს ე.წ. მინისტრთა კაბინეტს წარუდგენენ.
ახალი წესების მიხედვით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს საერთშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობაც ეკრძალებათ.
ეს შეზღუდვა ერთ-ერთია აფხაზეთში სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებულ იმ 100 ახალ რეგულაციას შორის, რომელთა ჩამონათვალი დეფაქტო მთავრობამ განსაზღვრა.
ახალი წესების მიხედვით, ე. წ. სახელმწიფო მოხელეები ვალდებულები იქნებიან მივლინებები პირადად დე ფაქტო პრემიერთან შეათანხმონ.