20 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
"Freedom House" და 11 არასამთავრობო აშშ-ს მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედონ

შეერთებული შტატების მიერ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას ფრიდომ ჰაუსი და კიდევ 11 ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ეხმაურება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილში, ისინი გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის კონტრპროდუქტიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საბჭოს დატოვება ძალას შემატებს ისეთ წევრ ქვეყნებს როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ადამიანის უფლებების უზენაესობის შესახებ, ამერიკის ღირებულებებს არ იზიარებენ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ორგანიზაციები სახელმწიფო დეპარტამენტს გადაწყვეტილების გადახედვას და 2019 წელს საბჭოში დაბრუნებას სთხოვენ.

დღის ამბები