25 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულთა შორის ორი ბავშვი და ორსული ქალია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ბაგრატიონის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულთა შორის ორი ბავშვი და ორსული ქალია. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები