20 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
უკრაინამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. შეზღუდვების გაფართოებულ სიაში ვლადიმერ პუტინის მმართველი პარტია "ედიანაია რასია" და კიდევ 6 პოლიტიკური პარტია მოხვდა, ასევე სიაში არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ყირიმის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

ასევე, რუსულ პოლიტიკურ ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული აქტივები დაუყადაღეს, მათ ქვეყნიდან კაპიტალის გატანა და ეკონომიკური და ფინანსური მოღვაწეობა ეკრძალებათ. ახალი შეზღუდვები ყირიმში მოღვაწე რუს ბიზნესმენებსაც შეეხოთ. მათ შორის როტენბერგების ოჯახსაც, რომელიც ყირიმის ხიდის მშენებლობას კურირებდა.

დღის ამბები