19 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
აღუდგენენ თუ არა მოქალაქეობას, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, იმის მიუხედავად აღუდგენენ თუ არა სააკაშვილს მოქალაქეობას, ის საქართველოში აუცილებლად ჩამოვა.

„აუცილებლად ჩამოფრინდება საქართველოში, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. ამის შემდეგ უკვე ივანიშვილის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მიხელ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და ჩამოვა არა ისე, როგორც ფიქრობს "ქართული ოცნება," თითქოს ვიღაც რაღაც რევოლუციის მოწყობას აპირებს.

"მინდა შევახსენო, რომ რევოლუციას ვერ აწყობს ოპოზიციური პარტია, რევოლუციას აწყობს ხელისუფლება, უბრალოდ ერთი ვიწრო მმართველობითი კლანი რომ მდიდრდება და დანარჩენი საქართველო ღარიბდება, რატომ უკვირს ივანიშვილს, რომ ის აღარ არის მისაღები ხელისუფალი.

"ვერ გეტყვით, შემოდგომაზე იქნება თუ უფრო ადრე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა,“-აცხადებს ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "კვირის აქცენტებში" საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ "თუ ვაჟკაცობა აქვს" დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, პრეზიდენტისთვის მიუღებელია სააკაშვილის მიმართვის ტონი, სწორედ ამიტომ ის არ აპირებს მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა მიანიჭოს. 

დღის ამბები