27 ნოემბერი 2021,   16:05
ვრცლად
"ვთვლი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა" - ოთარ კახიძე

"ევროპულ საქართველოში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა.

ოთარ კახიძის განცხადებით, სააკაშვილს არ უნდა მიეღო უკრაინის მოქალაქეობა, რითიც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა კახიძე ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ ქვეყნის მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს. 

"ვერ გეტყვით ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა პრეზიდენტი, ცალსახაა რომ მისი პრეროგატივაა ამ ნაბიჯის გადადგმა.

"ვთვლი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავის დროზე არ უნდა მიეღო უკრაინის მოქალაქეობა რის გამოც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

"ვთვლი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი მარგველაშვილი"-აცხადებს კახიძე.

დღის ამბები