20 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული დევრიშაძე "კურიერის" ინფორმაციას ადასტურებს და თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შესაძლოა მამუკა ბახტაძის განახლებულ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდეს. მიზეზი კი რუსეთის ჯაშუშთან დაკავშირებული სკანდალია, რომელთანაც თავდაცვის უწყებამ ხელშეკრულება გააფორმა. საუბარია ჯაშუშობის ბრალდებით წინა ხელისუფლების დროს დაკავებულ პეტრე დევრიშაძეზე, რომელმაც 5-დღიანი ძებნის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ტელეფონით უპასუხა და დაადასტურა ის, რასაც "კურიერი" შაბათს ყვებოდა. ამ დრომდე დევრიშაძე ისევ ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო დაზვერვის აგენტობისთვის გასამართლებულ პირია და მისთვის უმძიმესი ბრალი არ გაუბათილებიათ.

ოპოზიცია განმარტებებისთვის პარლამენტში თავდაცვის მინისტრს იბარებს. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ქართული ჯარიდან რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტისთვის ფული გადარიცხვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

თავად იზორია ტელეკამერებთან დღეს არ გამოჩენილა. თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ წერილობითი განცხადება გავრცელა და თქვა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებულისგან პროდუქციის შესყიდვით კანონს არ არღვევს. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანია საიდუმლო შესყიდვებში არ მონაწილებს და საფრთხეებიც ამის გამო არ არსებობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები