06 დეკემბერი 2021,   13:29
ვრცლად
შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად- "ოცნებამ" პოსტზე ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი, მთავარი პროკურორის პოსტზე „ქართული ოცნების“ მთავარი კანდიდატია. შალვა თადუმაძე ოფიციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს წარადგინა. ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი და მისი ყოფილი ადვოკატი დღეს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. თუმცა მისი ამ პოსტზე ის "ქართული ოცნების" კანდიდატია მმართველი გუნდის წევრებს არ დაუმალავთ.

მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატებიდან, შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილთან ყველზე დაახლოვებული პირია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, შალვა თადუმაძე ეკა ბესელიასთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ადვოკატები იყვნენ. თადუმაძე იცავდა ივანიშვილის ინტერესებს, როდესაც მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ბიძინა ივანიშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ კი შალვა თადუმაძე ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე რამდენიმე თვის წინ, მაია ცქიტიშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გადაიყვანეს.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც დღეს ოფიციალურად მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძეა. შავგულიძე ევროპული საქართველოს რჩეულია.

მთავარი პროკურორობისთვის იბრძოლებს პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსანი ირაკლი ნადარეიშვილი. ის პროკურატურაში სამუშაოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა და 2015 წელს ყოფილი ხელისუფლების დროს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

დღის ამბები