30 ნოემბერი 2021,   16:18
ვრცლად
„მირზა სუბელიანს არ ვიცნობ, ვერანაირად ვერ დავწერდი მის სახელს ოქმში"-გამომძიებლის პასუხი საგამოძიებო კომისიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომა მწვავე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრების კითხვებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და საქმის გამომძიებლები პასუხობდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა იცნობდნენ თუ არა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და გამომძიებლები მირზა სუბელიანს. აბესაძემ ითხოვა გაეშვათ ვიდეო,  სადაც გადაღებულია, როგორ ტოვებს მირზა სუბელიანი მისი ცოლის დის ქმართან თენგის კალანდიასთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოს.  თუმცა ოქმში დაფიქსირებულია, რომ ვიდეოში იდენტიფიცირებულია ყველა პირი გარდა მირზა სუბელიანისა. ირაკლი აბესაძემ იკითხა რატომ არ მოხდა მირზა სუბელიანის იდენტიფიცირება.  

„თუ შეიძლება დააკვირდეთ ამ ვიდეოს, ზემოთ ჭიშკრის მხრიდან გამოვა ორი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი არის ბატონი კალანდია, სრულწლოვანი და თუ შეგიძლიათ მითხრათ ვინ არის მეორე პიროვნება. ერთადერთი უცნობი, რომელსაც თქვენ ტოვებთ კამერაზე რატომღაც არის მირზა სუბელიანი,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძის საპასუხოდ გამომძიებელმა განაცხადა, რომ ის სახეზე ვერ ცნობდა მირზა სუბელიანს.

„მირზა სუბელიანს მე არ ვიცნობ, შესაბამისად ვერანაირად ვერ დავწერდი მის სახელს ოქმში,“-განაცხადა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ.

გამომძიებელს კითხვით სერგი კაპანაძემაც მიმართა და დაინტერესდა მოახდინეს თუ არა გამომძიებლებმა ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა თუნდაც იმ მიზნით რომ ვიდეოში დაფიქსირებული პირის ვინაობა დაედგინათ. 

დღის ამბები