19 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
"რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს მისამართით გასცა, ცოტა არ იყოს ფორმალურია" - მეზვრიშვილი

ცოტა გაუგებარია ამდენი ხნის მუშაობის შედეგად, მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა საგამოძიებო კომისია - ასე ეხმაურება შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც მიხეილ კალანდიას დაკავებას ეხება.  

მეზვრიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული ორი რეკომენდაციიდან ერთი (კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება) პროკურატურის კომპეტენციაა.  ხოლო რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, რომელიც მესამე მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ გაიცა, შს მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საქმეზე გამოძიება ისედაც დაწყებულია. 

„ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საგამოძიებო კომისიამ, როგორც მოგეხსენებათ ეს ეხება ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას.

თუმცა მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, ამ კითხვებს რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით, იგივე თითქოსდა გაღუნულ დანასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა.

ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს მისამართით გასცა, ცოტა არ იყოს ვფიქრობ ფორმალურია, იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რაზეც კომისია მოგვიწოდებს, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში. ცოტა გაუგებარია ამდენი ხნის მუშაობის შედეგად, მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა საგამოძიებო კომისია.

სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, არ გამოვრიცხავთ,რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც"-აცხადებს მეზვრიშვილი.

დღის ამბები