ბავშთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარს, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში, საქმის მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროცესი დახურული იყო.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი საკუთარ შვილებს, 8 წლის ტყუპ გოგონებს მეტრო სადგურებში, გადასასვლელებზე, შუქნიშნებთან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, უარის შემთხვევაში მუქარით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.
ბრალდება 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.