07 დეკემბერი 2021,   14:10
ვრცლად
არეულობა საფრანგეთის ქალაქ ნანტში - დემონსტრანტები, პოლიციელის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ

საფრანგეთის ქალაქ ნანტში საპროტესტო აქცია არეულობით დასრულდა. დემონსტრანტებმა, რომლებიც პოლიციელის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ, მანქანები დაწვეს. მათ სამართალდამცველებზეც მიიტანეს იერიში და ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლეს.

პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მკვლელობა შუადღისას მოხდა. 22 წლის ახალგაზრდა პოლიციელებმა გზაზე შესამოწმებლად გააჩერეს, ის მათ ბრძანებებს არ დაემორჩილა. ერთ-ერთმა პოლიციელმა კი ცეცხლი გაუხსნა.

დაჭრილი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არეულობის განმეორების თავიდან ასაცილებლად ნანტის ქუჩებში პოლიციის ჯგუფები განალაგეს.

დღის ამბები