23 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
მოპარული მილიონების სკანდალური საქმე - სააპელაციო სასამართლომ თამარ ფხოველიშვილის განაჩენი უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ თამარ ფხოველიშვილის განაჩენი უცვლელი დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ფხოველიშვილი და მისი ქმარი 10 წლით პატიმრობაში დატოვა.

ფხოველიშვილმა საბოლოო სიტყვაში კიდევ ერთხელ ახსენა ირიბად - უკანონო გადარიცხვების ორგანიზებაში მონაწილე წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მაღალჩინოსნები.

პირველ ინსტანციაში წყალმომარაგების კომპანიის ბუღალტერი, ამბობდა რომ ბიუჯეტიდან ორ მილიონ ნახევარ ლარამდე გამქრალი თანხების სქემა, კომპანიის მაშინდელი დირექტორის არჩილ ცაბუტაშვილის მიერ იყო გაწერილი. ცაბუტაშვილი კი ზვიად ჯანყარაშვილის მფარველობით სარგებლობდა.

დაცვის მხარის განმარტებით,საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და საგამოძიებო ორგანო შეგნებულად არ იძინებს კომპანიის დირექტორის ნაწილს. ფხოველიშვილის უფლებადამცველი საქმეს მესამე ინსტანციაში გაასაჩივრებს.

თამარ ფხოველიშვილს მეუღლესთან, ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად გამოძიება „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. 

დღის ამბები