19 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
ფული, კონტრაბანდა, ნაძარცვი ნივთები და იარაღი - ქართულ-სომხური კრიმინალური დაჯგუფებების წევრების დაკავების კადრები გავრცელდა

დიდი ოდენობით ფული, კონტრაბანდა, ნაძარცვი ნივთები და იარაღი - ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის  ამსახველი ოპერატიული მასალა გაავრცელეს. კადრებში ქართულ-სომხური კრიმინალური დაჯგუფებების წევრების დაკავებაა ასახული.

სპეცოპერაციის ფარგლებში 129 პირია დაკავებული. გაიჩხრიკა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახლები, ავტომობილები. ამოღებულია დიდი ოდენობით ფული, კონტრაბანდული სიგარეტი, ნაძარცვი სამკაულები, იარაღი და ნარკოტიკი.

„2005 წელს, როცა ჩვენ დავიჭირეთ შაქრო კალაშოვი, უთავო მხედრებივით იყვნენ ქართული მაფიის წევრები და მაშინ დრო იხელთეს სომხებმა და ის ადგილები დაიკავეს, საიდანაც ქართველები მაფია აკონტროლებდნენ. დაკავებულები პირდაპირ კავშირში არიან ქართულ და სომხურ მაფიასთან. ამ მაფიებს შორის ბრძოლა კი დღემდე გრძელდება. ამ ბრძოლას უკვე შეეწირა 2 ადამიანია, მათ შორის ერთი ქართველი და ერთი სომეხი. ეს იმიტომ რომ მათ მუდმივი ბრძოლა აქვთ მაფიაზე სრული კონტროლის მოპოვებისთვის,“- აღნიშნავენ ესპანელი სამართალდამცველები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები