25 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობას 48 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად მიიჩნევა 60 ადამიანი.

სტიქია ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. გადაუღებელი წვიმის შედეგად, რამდენიმე პრეფექტურაში მეწყერია ჩამოწოლილი.

სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმასა და ოკამას რეგიონები დააზარალა, სადაც წყლის დონე საცხოვრებელი სახლების მეორე სართულებამდე აღწევს.

სამაშველო ოპერაციაში 50 ათასამდე სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრეა  ჩართული.

მეტეოროლოგები უამინდობის გაგრძელებას იაპონიაში მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

დღის ამბები