19 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
აშშ-ის დასავლეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ - არის მსხვერპლიც

შეერთებული შტატების დასავლეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. სტიქია ერთდროულად კალიფორნიის, ორეგონის, კოლორადოსა და არიზონის შტატებში მძვინვარებს, თუმცა განსაკუთრებით რთული ვითარება კალიფორნიის სამხრეთ რაიონებშია, სადაც ძლიერი ქარისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

ხანძარს უკვე მოჰყვა პირველი მსხვერპლიც. დაიღუპა ერთი ადამიანი, დამწვარია ათობით საცხოვრებელი სახლი.

დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას 400-ზე მეტი ოჯახი გადაიყვანეს. 

დღის ამბები