23 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
ბრიტანეთში ნოვიჩოკით მოწამვლის მორიგი შემთხვევის გამოძიებას, სავარაუდოდ, თვეები დასჭირდება

ბრიტანეთში ნოვიჩოკით მოწამვლის მორიგი შემთხვევის გამოძიებას, სავარაუდოდ, თვეები დასჭირდება. სპეციალისტები უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებულ ათას 300-ზე მეტ საათიან მასალას შიფრავენ იმისთვის, რომ დაადგინონ, როდის მოხდა ჩარლი როულისა და დონ სტერჯესის მიერ ნეიროტოქსინთან შეხება.

ერთ-ერთ გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ქალი, საავადმყოფოში გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, მაღაზიაში იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა სოლსბერიში ის ჰოსტელიც შეამოწმეს, სადაც ის ცხოვრობდა.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ წყვილმა დაბინძურებული კონტეინერი შემთხვევით აღმოაჩინა. მოწამლულები ამ დრომდე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან. 

დღის ამბები