23 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
ხანძარი სვანეთში - სოფელ ზესხოში ტყის მასივი იწვის

ხანძარია ქვემო სვანეთში. სოფელ ზესხოდან რამდენიმე კილომეტრში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის და ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალით ცდილობენ. მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი.

ცეცხლის კერები, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფართობი გაანადგურა ხანძარმა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

დღის ამბები