18 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - „ევროპულმა საქართველომ“ და “ნაციონალურმა მოძრაობამ” სამპუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს

„ევროპულმა საქართველომ“ და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამპუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს.

შეთანხმების მიხედვით ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს. საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ურთიერთკრიტიკისგან.

ამასთან, პარტიები თანხმდებიან რომ მხოლოდ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა და მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მემორანდუმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის შუამავლობით გააფორმეს.

დღის ამბები