19 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
„ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს... მე არ მომიკლავს," - სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაური

ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.

მალხაზ კობაური ამბობს, რომ მას ტურისტები არ მოუკლავს, გარდა ამისა, მწყემსის თქმით, ადგილზე გარდა სმიტების ოჯახისა კიდევ ორი უცხოელი მამაკაცი იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცის განცხადებით, მას ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ. 

„ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს.მე დამემუქრნენ. მე არ მომიკლავს. არ მიჯერებდნენ როცა ვუთხარი პოლიციას, ჩემი მოკლულები არ არიან ის ადამიანები-მეთქი. მეუბნებოდნენ ტყუიხარო და ამიტომ შევცვალე,“-ამბობს კობაური.

გამოძიება კობაურს სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობას ედავება. პროკურორის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კობაურმა სამართალდამცველებთან დანაშაულის დეტალები თავად მოყვა. 

გამოძიების ვერსიით, კობაურმა მოკლა მამაკაცი, მას ორი ტყვია აქვს ნასროლი ზურგისა და თავის არეში. მოკლა მცირეწლოვანი და დამარხა მკვლელობის ადგილიდან მოშორებით, სხვა ტერიტორიაზე. ხოლო ქალი, სავარაუდოდ, ხევში გადავარდა, ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.

გამოძიების ვერსიით, უთანხმოება სმიტებსა და კობაურს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სმიტმა მწყემსს იარაღის ატრების წესის დარღვევასთან დაკავშირებით, შენიშვნა მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები