18 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ოკუპაციის პირობებში როგორ უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი და ამაზე არის პასუხი"- ირაკლი ალასანია

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა ოფიციალურად საათნახევარში გაიხსნება, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით ალიანსის გენერალური მდივანი და ბელგიის პრემიერი მიმართავენ. მიმართვის შემდეგ, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, დახურულ კარს მიღმა განაგრძობენ. ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვითი ხარჯები იქნება, რაზეც სამიტის დაწყებამდე მწვავე განცხადებები  დონალდ ტრამპმა გააკეთა. საქართველოსთან დაკავშირებით, ნატოს სამიტის ფარგლებში განცხადებები ხვალ გაკეთდება.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა.

ირაკლი ალასანია ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს ოკუპაციის პირობებში ძალისხმევის კონცენტრირება არა მაპზე, არამედ პირდაპირ ნატოს წევრობაზე გააკეთოს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არ უნდა იყოს ვიზრუნოთ სამოქმედო გეგმის მიღებაზე, ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს, დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ღიად დავიწყოთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა სტანდარტს და სხვა არსებულ მექანიზმებს უკვე ვფლობთ და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისკენ წავიყვანოთ ალიანსი, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ოკუპაციის პირობებში როგორ უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი და ამაზე არის პასუხი, არის წარსულში გამოცდილება, პრეცედენტი გერმანია, როდესად დასავლეთ გერმანია იყო ნაწილი და შემდეგ მოხდა ერთიანად მათი გაერთიანება უკვე ნატოში, საქართველოსაც ეს გზა აქვს გასავლელი და ამიტომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ჩვენი საგარეო პოლიტიკური მანქანის აქთკენ უნდა იყოს მიმართული,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დღის ამბები