19 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
"ფეისბუკმა" "კემბრიჯ ანალიტიკასთან" თანამშრომლობის გამო პირველი ჯარიმა მიიღო

"ფეისბუკმა" "კემბრიჯ ანალიტიკასთან" თანამშრომლობის გამო პირველი ჯარიმა მიიღო. სოციალური ქსელი, მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაჟონვის გამო, 600 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

დიდი ბრიტანეთის ინფრომაციის დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ფეისბუკმა მონაცემთა დაცვის კანონის ორი პუნქტი დაარღვია, კერძოდ - კომპანიამ ვერ უზრუნველყო მომხმარებლების პირადი ინფორმაციის უსაფრთხობა და ამ მონაცემების მესამე პირის მიერ გამოყენების საკითხში არასაკმარისად გამჭვირვალე გამოდგა.

მარკ ცუკერბერგის დაარსებული კომპანია მონაცემთა გაჟონვაში გაზაფხულზე დაადანაშაულეს. გამოძიებამ დაადინა, რომ ანალიტიკური კომპანია ფეისბუკს პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად იყენებდა, მათ შორის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე და ბრექსიტის შედეგებზე გავლენის მოსახდებად.

დღის ამბები