28 ნოემბერი 2021,   01:05
ვრცლად
სექსუალური ძალადობის კვალი - სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა "კურიერისთვის" ცნობილია

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროდან კურიერს სანდო წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა უკვე მომზადებულია, სადაც აღნიშნულია, რომ მსხვერპლს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება.

ჯერჯერობით დოკუმენტი გამოძიების საქმეში არ დევს, რადგან ის ცოტა ხნის წინ მომზადდა. 

კურიერს შსს-დან დაუდაუსტურეს ინფორმაცია, რომ გამოძიება სექსუალური მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მუშაობს.

ხადას ხეობაში ამერიკის ორი მოქალაქის მკვლელობა 20 წლის მწყემსმა თავად აღწერა. კურიერმა მოიპოვა ჩვენება, რომელიც მალხაზ კობაურმა დაკავების ღამეს პოლიციის განყოფილებაში მისცა. ის თავად ყვება, როგორ დაიწყო კონფლიქტი.

მწყემსის მტკიცებით, ჩანჩქერზე ამერიკის მოქალაქეებთან ერთად ასულს რაინ სმიტმა შენიშვნა მისცა, რამაც ის გააღიზიანა.

ბრალდებული მწყემსის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ამის შემდეგ მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან რაინ სმიტს ორჯერ ესროლა. სმიტი კლდის ფერდობზე დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა.  

მამის მკვლელობის შემდეგ 4 წლის კაელებ სმიტმა ტირილი დაიწყო, ლორა სმიტი კი გაიქცა. მწყემსის თქმით, ამ დროს მეორე სათადარიგო ტყვია ამოიღო, თოფი გადატენა და ბავშვს ორი მეტრის დისტანციიდან ესროლა, შემდეგ კი ბიჭის ცხედარი იქვე გადამალა.

სხვა მწყემსების მონათხრობიდან კი ირკვევა, რომ მთაში დასასვენებლად წასულ ოჯახს მალხაზ კობაური უთვალთვალებდა. გარდაცვლილ ლორა სმიტს კი კობაურმა ფოტოები გადაუღო და სხვა მწყემსებს უჩვენა.

მალხაზ კობაურის ტელეფონში ლორა სმიტის ფოტოების არსებობას უარყოფს მისი ინტერესების დამცველი.

დავით გირგვლიანი ამტკიცებს, რომ სმიტების ოჯახი კობაურის არ მოუკლავს, 4 წლის კეილებ სმიტს და მის მამას შავი ჯიპით მოსულმა ორმა უცნობმა მამაკაცმა ესროლა.

მანქანა და ორი უცხო მამაკაცი, რომელზეც ბრალდებულის ოჯახი საუბრობს, სოფელ წკრეში არ უნახავთ.

სმიტების ოჯახის სამივე წევრის ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაში ექსპერტიზაზე რჩება.

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები