20 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
შსს ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ვერსია ჩნდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს.

ამ ინფორმაციას გახარიას უწყებაში ოფიციალურად ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი - რაინ და ლორა სმიტები, ასევე მათი 4 წლის ვაჟი დუშეთის მუნიციპალიტეტის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. რამდენიმე დღეში კი მათი ცხედრები იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 20 წლის მწყემსი მალხაზ კობაური.

ბრალდებულის ჩვენებისა და მკვლელობის ვერსიების შესახებ ვრცელ ინფორმაციას დღეს შაბათის კურიერში იხილავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები