25 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
სკარლეტ იოჰანსონმა ტრანსგენდერის როლის შესრულებაზე უარი თქვა

სკარლეტ იოჰანსონმა ტრანსგენდერის როლის შესრულებაზე უარი თქვა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი რუპერტ სანდერსის ფილმში მთავარ როლზე იყო დამტკიცებული და ტრანსგენდერი სუტინიორის სახე უნდა შეექმნა. თუმცა, იმის გამო, რომ ინტერნეტსივრცეში მსახიობის მისამართით კრიტიკული განცხადებები გაკეთდა, მან მთავარი გმირის განსახიერებაზე უარი თქვა.

სკარლეტ იოჰანსონმა „მასაჟის სალონის“ შემქმნელებს ამ როლზე ტრანსგენდერი მსახიობის დამტკიცება ურჩია.

მსახიობი განმარტავს, რომ ლგბტ საზოგადოებას დიდ პატივს სცემს და მიაჩნია, რომ კინოსამყარომ და საზოგადოებამ მათ პრობლემებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

დღის ამბები