20 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
ტყიბულში, მინდელის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

მორიგი ტრაგედია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში - დაღუპულია 4 ადამიანი. დაშვებულია 6 მეშახტე. ისინი ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რა მოხდა დღეს გამთენიისას შახტში ამ ეტაპზე უცნობია. საქნახშირის წარმომადგენელი მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.

მაშველებმა ცხედრები შახტიდან უკვე ამოიყვანეს.

დღის ამბები