24 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი კანდიდატია პიროვნება, რომელიც შეძლებს "ქართული ოცნების" დამარცხებას, - ზაალ უდუმაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს პირველ საერთო პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს და პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. კურიერის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

"ძალა ერთობაშია!" - ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული ოპოზციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი.

"ის იქნება ძალიან ღირსეული და რაც მთავარია თავის საქმის უბადლო პროფესიონალი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას ამ არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ჩვენი კანდიდატია ის პიროვნება, რომელიც შეძლებს ამ არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხებას,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

გრიგოლ ვაშაძის პროფესიონალიზმსა და სწორ ხედვებზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ მას საზოგადოების მხარდაჭერა ექნება.

"ვფიქრობ რომ ყველა სიმპატიით იქნება ამ ადამიანის მიმართ განწყობილი, მისი გამოცდილების,პროფეისონალიზმის, ცოდნის და რაც მთავარია მისი ხედვიდან გამომდინარე, როგორ ხედავს პრეზიდენტის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები