20 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე იტალიის პრეზიდენტმა თბილისის მერთან შეხვედრით დაასრულა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე იტალიის პრეზიდენტმა თბილისის მერთან შეხვედრით დაასრულა. მას კახი კალაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მანამდე კი სერჯო მატარელა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც საქართველო-იტალიის მეგობრობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა. უნივერსიტეტის რექტორსა და განათლების მინისტრთან შეხვედრის დროს კი საუბარი შეეხო საქართველო-იტალიის ურთიერთობებს, მათ შორის განათლების მიმართულებით.

დღის ამბები