19 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმები შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი - ირაკლი კობახიძე

„ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმები შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე ამბობს, რომ ამ კუთხით შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს სატელევიზიო ინტერვიუში შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბროს.

„დღეს როგორც ვიცით, იქნება ჩვენი თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან, შესაბამისად, მისგან მოვისმენთ ბუნებრივია მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც და, ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული მისი მხრიდან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა, მისი თქმით, გუნდში რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა. 

დღის ამბები