24 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
ხანძარი საბერძნეთში - მსხვერპლი 60 ადამიანამდე გაიზარდა, მაშველები დაკარგულებს ეძებენ

საბერძნეთის კურორტი მატი ცეცხლმა რამდენიმე საათში მთლიანად გაანადგურა. დამწვარია სახლები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ხანძრის მთავარი კერები უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო დაზარალებულ რეგიონში ახალი კერები მაინც ჩნდება.

კურორტი მატი, რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის მთავარი ეპიცენტრი იყო. 
ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ ალმოდებული შენობებიდან ხალხი გამოსვლას ვერ ასწრებდა. 26 ადამიანის ცხედარი, მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ეზოში აღმოაჩინეს.
ეძებენ ტურისტებს, რომლებმაც ალმოდებულ პლიაჟს თავი დააღწიეს და ნავით წყალში შევიდნენ.
მონაცემები დაკარგულების დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ, ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით დაღუპულია 60 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 120-ს აჭარბებს. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ქვეყნის პრემიერი ალექსის ციპრასი მოკავშირე ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდებს. საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები