23 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
საინტერესო იქნებოდა, რომ ივანიშვილს დაეყენებინა კანდიდატურა - გიორგი ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე

„ერთი ვარიანტი, რაც არის, ეს არის, რომ დემოკრატიობანა ითამაშოს, განსაკუთრებით დასავლეთის და საზოგადოების თვალში და ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, რა თქმა უნდა, ამ სცენარსაც განიხილავენ,“ - ეს განცხადება ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, გააკეთა.

გიორგი ვაშაძე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისას რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

ვაშაძის თქმით, საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

„ჩვენთვის, როგორც გაერთიანებული ოპოზიციისთვის, არანაირი განსხვავება ამ კანდიდატებს შორის და მათზე ზემოდან დამატებული, სალომე ზურაბიშვილს შორის, ნამდვილად არ არის. ერთადერთი, რაც მართლა საინტერესო იქნებოდა და რეალურ სურათს დაანახებდა საზოგადოებას, რა ხდება ქვეყანაში, ეს არის, თვითონ რომ დაეყენებინა კანდიდატურა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატები დაასახელა, მათ შორის, არ გამორიცხა საკუთარი თავიც.

ჩამონათვალში მოხვდა პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და თავად ბიძინა ივანიშვილი.

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. 

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

დღის ამბები