25 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
"ხორავას ქუჩის" საქმე - საგამოძიებო კომისიამ მიხეილ კალანდია გამოკითხა

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთ სკანდალურ ფიგურანტს, მიხელ კალანდიას, თითქმის, 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ის დეპუტატებთან შესახვედრად, ადვოკატთან და ფსიქოლოგთან ერთად, მივიდა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ცოტა ხნის წინ მიხელ კალანდიას პასუხისგებაში მიცემის რეკომენდაცია გასცეს.

მათ კალანდიასთვის დასმული შეკითხვების შინაარსი ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტეს, მათ არც მიხეილ კალანდიას პასუხებზე ისაუბრეს.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მიხეილ კალანდიას მონაყოლს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, შვილის ჩვენებასთან გარკვეული შეუთანხმებლობა ჰქონდა.

„ძალიან რთულია ამ ფიგურის წინა ჩვენებებთან შედარებაზე საუბარი, ვიანიდან ეს წინა ჩვენებებიც თავისთავად ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო, რომ მისთვის მოგვესმინა და მას საშულება მისცემოდა, გაეცა პასუხები კომისიის წევრთა კითხვებზე. მე არ მინდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვისაუბრო არც დასმული კითხვების და არც მიღებული პასუხების შინაარსზე. სანდოობის შეფასებას არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს ჩვენება მის სხვა ჩვენებებთან, სხვა მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციასთან ერთად უნდა გაანალიზდეს და დასკვნები საბოლოოს შეფასების დოკუმენტში გაკეთდეს,“ - განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ.

დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს მათ გამოკითხვებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

„ამ ორის ჩვენებებში იყო გარკვეული უზუსტობები, თუმცა, ეს კიდევ ცალკე გამოკვლევას საჭიროებს. სანდოობას რაც შეეხება, ჩვენ საბოლოო ჯამში, ალბათ, ერთიანად უნდა შევიქმნათ შთაბეჭდილება იმიტომ, რომ ახლა ვისაუბროთ იამზე, რომ კონკრეტული მოწმის ჩვენებები არის თუ არა სანდო, ალბათ, უფრო არასერიოზული იქნება იმიტომ, რომ ეს საკითხი მთლიანობაში არის გადასაწყვეტი, მთლიანობაშია შთაბეჭდილება შესაქმნელი. დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ,“ - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოფო კილაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები