25 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილს ეშინია თავისუფალი ადამიანების," - გიორგი ვაშაძე

"ბიძინა ივანიშვილს ეშინია თავისუფალი ადამიანების," - ეს განცხადება პოლიტიკური პლატფორმა "ახალის აქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს იყენებს.

"ვინც თავისუფალია, ვინც ცოტა უფრო მიდრეკილია თავისუფლებისკენ, ის ავტომატურად შიშის ქვეშ უნდა იყოს სხვადასხვა მექანიზმებით - გამოძიება, პროკურატურა სამართალდამცავი ორგანოები,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ივანიშვილი გააკრიტიკა "თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" დამფუძნებელმა და დირექტორმა, არმაზ ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ ის,  ვინც ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილება, კვირიკაშვილივით ამთავრებს.

"რატომაა რომ მის მიერ შერჩეული ყველა საუკეთესო, ბოლოს საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება ხოლმე, როგორც ჩანს მასშია პრობლემა, გადაყვა იმას, რომ რაღაც მომენტში ვერ შეასრულა ივანიშვილის ინტერესები, ვერ აღმოჩნდა მისთვის ბოლომდე და ბრმად მორჩილი," - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პირველი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. მან კვირიკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა  და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი პოსტიდან უნდა წასულიყო.

დღის ამბები